понедельник, 26 ноября 2018 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

  დავიწყებ იმით, რომ საერთო ჯამში საინტერესო მოდული იყო, აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში მასწავლებელი თავისუფლად შეძლებს პროექტის წერა ისწავლოს და გამოიყენოს ეს მეთოდი თავის პრაქტიკაში.
  რაც შეეხება მეცხრე დღეს, კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას, დავასრულეთ ,გადავიკითხეთ, გადავიტანეთ დრაივში და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე პორტფოლიო.
გავაკეთეთ პრეზენტაციები და ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.

понедельник, 19 ноября 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია

მოსწავლის ნიმუში
დღევანდელი ტრენინგი იყო უამრავი სიახლით მოცული, ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით როგორ გვეხმარება პროექტის  დაწერაში, გავეცანით სხვადასხვა ნიმუშს, მოსწავლის ნიმუში გადავიტანეთ  google drive -ში და ლინკით გამოვაქვეყნეთ საკუთარ ბლოგზე.

пятница, 16 ноября 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

  ტრენინგის დაწყებისას მონაწილეებმა ერთმანეთს გავაცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები, მივეცით მითითებები.გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებებს გავითვალისწინეთ და შევარჩიეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვისათვის დავალებები. აგრეთვე გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას . მოვამზადეტ მოსწავლისათვის გადასაცემი პრეზენტაციის შაბლონები.გადავხედეთ პროექტის გეგმას.
    საინტერესო დღე!

понедельник, 12 ноября 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებმა ერთმანეთს გავაცანით მოსწავლეთა ნამუშევრები, შემდეგ გავეცანით შეფასების რუბრიკებს, დავათვალიერეთ სხვადასხვა ნიმუში, მოვარგეთ ჩვენს პროექტებს და იმის მიხედვით შევქმენით ახალი რუბრიკები. ვიმუშავეთ ჯგუფის პრეზენტაციების შექმნაზე.

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანიტ საავტორო უფლებებს, განვიხილეთ ინტერნეტი როგორც საინფორმაციო საშუალება და როგორც საკომუნიკაციო საშუალება, გავეცანით მოსწავლის ნამუშევრების  ნიმუშებს.

понедельник, 5 ноября 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

      ტრენინგის დაწყებისას გავიხსენეთ წინა მოდულზე შესრულებული სამუშაოები, გავხსენით  viewer  სახელმძღვანელო და დეტალურად განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, ინსტრუმენტები, თავადაც შევარჩიეთ შეფასების რა ფორმას გამოვიყენებდით ჩვენი პროექტისათვის და ჩავწერეთ პროექტის გეგმის შაბლონში.შემდეგ ვიმუშავეთ პროგრამაში - power point, გავიხსენეთ პროგრამაში მუშაობა, სურათების ჩასმა, ეფექტების მიცემა და ა.შ. 
          საინტერესო მოდული იყო.

пятница, 2 ноября 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია

მოუთმენლად ველი ხოლმე ტრენინგის დაწყებას,იმიტომ რომ ვსწავლობ მარტივად და პრაქტიკულად პროექტზე მუშაობას, სტანდარტები მოვარგეთ ჩვენს საპროექტო თემებს, ჩავსვით გეგმის შაბლონში. ვიმუშავეთ საკვანძო კითხვებზე:
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·         რა როლი აქვს მეტყველებას ადამიანის ცხოვრებაში?
თემატური კითხვები


·         რითი შეიძლება საგნები ერთმანეთს დაემსგავსონ?
·         რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორად ნათქვამმა სიტყვამ?
·         რა კავშირშია ცოცხალი მეტყველება სალიტერატურო ენასთან?




შინაარსობრივი კითხვები
·         რა იცით პარონიმების შესახებ?
·         სიტყვათა მსგავსების რა და რა სახეებს იცნობთ?
·         დაასახელეთ პარონიმული წყვილები

მეცხრე დღის რეფლექსია

  დავიწყებ იმით, რომ საერთო ჯამში საინტერესო მოდული იყო, აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში მასწავლებელი თავისუფლად შეძლებს პროექტის წერა ისწავლ...